ბუნებრივი აირის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე კომისია მუშაობს და გვეცოდინება
2017-05-03 17:31:53

  • ენერგეტიკის მინისტრი გაზის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავს. კახა კალაძემ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

    „მოლოდინებს რაც შეეხება, დაველოდოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს გაძვირება, ამიტომ დაველოდოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ. 



  • loading...