Warning: include(/home/accept/public_html/functions/login/lock.php): failed to open stream: No such file or directory in /home3/accept/coa.ge/config/config.php on line 5

Warning: include(): Failed opening '/home/accept/public_html/functions/login/lock.php' for inclusion (include_path='.:/opt/php54/lib/php') in /home3/accept/coa.ge/config/config.php on line 5
"ქვეყანა ინგრევა“, "მოგვატყუეს", "კრიმინალმა და უმუშევრობამ იმატა" » News.coa.ge
"ქვეყანა ინგრევა“, "მოგვატყუეს", "კრიმინალმა და უმუშევრობამ იმატა"
2017-03-09 10:58:19
loading...
  • ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დროდადრო მოქალაქეთა განწყობები იცვლება. იმის გასარკვევად, თუ რა განწყობაა ამჟამად საზოგადოებაში, დღევანდელი მთავრობისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ, ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ.

     გამოკითხვით გვინდოდა გაგვეგო მოქალაქეთა არამხოლოდ განწყობა, არამედ ადამიანებს მოეყოლათ იმ კონკრეტული პრობლემის შესახებ, რომელთა მოგვარებაშიც მთავრობამ შეძლო ან ვერ შეძლო დახმარება. გამოვკითხეთ სხვადასხვა ასაკის და სტატუსის მქონე 25 მოქალაქე, ზოგმა კი, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

    გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები „ქართულმა ოცნებამ“ ?

    1. სტუდენტი: „მოლოდინები არ მქონია, ამიტომ არც იმედგაცრუება მაქვს. ნებისმიერი მთავრობა მხოლოდ თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს და არ აქცევენ ყურდღებას მოსახლეობას“.

    2. ნანული გაბუნია, პენსიონერი: „არ გაამართლა იმიტომ, რომ რასაც დაგვპირდნენ არაფერი არ შეასრულეს. მაგალითად დაგვპირდნენ პენსიების მომატებას. პენსიები არ გაზრდილა“.

    3. ვახტანგ მიქაძე, სტუდენტი: „ნაწილობრივ გაამართლა. ერთის მხრივ უკეთესობაა, - ციხეების თემა ხომ გახსოვთ? აღარ ხდება ის ამბები, რაც ადრე. თუმცა მეორეს მხრივ, უარესობისკენ მივდივართ, - ქვეყნის ეკონომიკა უკან-უკან მიდის. ხალხი უკეთესს ელოდა“.

    4. აფხაზეთიდან ლტოლვილი: „მოლოდინები ვერ გაამართლეს. ხალხს იმედები გაუცრუეს. ბევრი მოატყუეს“.

    5. თეა ჯიქია, დიასახლისი: „ნაწილობრივ გაამართლეს - უფრო სიმშვიდეა. არ გაამართლეს ეკონომიკური თვალსაზრისით“.

    6. ოთარ ლეჟავა, მზარეული: „ხალხში იყო უკეთესის მოლოდინი და „ქართულმა ოცნებამ“ ეს მოლოდინი ვერ გაამართლა. ყველაფერი გაძვირდა, ქვეყნის ეკონომიკა უკან-უკან მიდის“.

    7. ჟურნალისტი: „არ გაამართლა. იმედი არც მქონდა, რომ გაამართლებდა. ქვეყანა ინგრევა. სიღარიბე გაიზარდა, ყველაფერზე ფასებმა მოიმატა, უმუშევართა რიცხვმა იმატა“.

    8. ნინო ბრეგვაძე, ყოფილი ექიმი, გარე მოვაჭრე: „გაამართლა იმით, რომ სიმშვიდეა, გარე მოვაჭრეებს თავიანთ საქონელს აღარ ართმევენ“.

     

    9. ლილი ჯალაღონია, აფხაზეთიდან ლტოლვილი, პენსიონერი: „არაფერიც არ გაამართლეს. ლტოლვილი ვარ და 25 წელიწადია ნაქირავებში ვცხოვრობ. ერთი უბრალო ოთახი მომცენ, რომ ჩემი იყოს, რომ აღარ მეშინოდეს ბინის მეპატრონე როდის მოვა და მეტყვის ქირა გადაიხადე ან ბინა დაცალეო“.

    10. ზაზა მახარაძე, უმუშევარი: „მე მოვყევი „ბიძინას ამნისტიაში“. სამსახური დავკარგე. დოლარმა რომ მოიმატა, ყველაფერი გაძვირდა. ახლა როცა ლარი გამყარდა, ფასები მაინც იგივე დარჩა“.

    11. ნოდარ დათუნაშვილი, კერამიკოსი: „ამ მთავრობამ მოლოდინები არ გაამართლა. არც სამსახურებია, აღარც საყოველთაო დაზღვევა. დაგვპირდნენ პენსიების მომატებას და არ მოუმატეს. არაა ნორმალური ცხორება“.

    12. ნანა ობოლაძე, რეპეტიტორი: „არ გაამართლა, რა თქმა უნდა. ქვეყანა უკან მიდის. ყველაფერი გაძვირდა“.

    13. მარი, სტუდენტი: „არ გაამართლა, რადგან ბევრი სტატუსშეჩერებული სტუდენტია გადაუხდელობის გამო“.

    14. დიასახლისი„რა თქმა უნდა არ გაამართლა. ციხეებიდან მასიურად რომ გამოუშვეს, უმუშევრობაა ქვეყანაში და კრიმინალმა იმატა“.

    15. ნინო თოდუა, გარე მოვაჭრე: „ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეკონომიკურად უჭირს ხალხს. რაც „ქართული ოცნება“ დაგვპირდა, არაფერი არ შეასრულა. უმუშევრობაა. ხალხს პურის ფული არ აქვს“.

    16პენსიონერი: „რა საკვირველია, არ გაამართლა. თბილისი ხომ გაჭირვებაშია, რეგიონები უარეს დღეშია, სოფლები მიგდებულია. უმუშევრობაა ყველგან. ხალხი შიმშილობს“.

    17. მარიამ ქაჯაია, უმუშევარი: „ჩემი აზრით, არ გაამართლა. იყო ბევრი დაპირება და არაფერი არ შესრულებულა. არც დაპირებული 100 ქარხანა, არც ეკონომიკური ზრდა, არც პენსიების მომატება“.

    18. გოჩა გელაშვილი, პენსიონერი: „არ გაამართლა, რა თქმა უნდა. ამ ქვეყანაში მხოლოდ უმუშევრობა და ფასები იმატებს. უკეთესობას ვერ ვხედავ“.

    19. სტუდენტი: „ნაწილობრივ გაამართლა. ციხეებში აღარ ხდება ის საშინელებები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. მაგრამ ქვეყანა წინ არ წასულა. ძალიან ჩამოვრჩებით ეკონომიკურად და განათლების დონითაც“.

    20. დიმა, ტაქსის მძღოლი: „არ გაამართლა. იმედგაცრუებულები დავრჩით ხალხი. ყველა მთავრობა მხოლოდ თავიანთ თავზე ფიქრობს. ხალხზე არავინ არ ფიქრობს“.

    21.  გიორგი პავლიაშვილი, ინჟინერი: „არ გაამართლა“.

    22. თეა, პედაგოგი: „არა, არ გაამართლა. კრიმინალმა იმატა, - სახლებს ტეხენ, ახალგაზრდები არაფრის გამო იმეტებენ ერთმანეთს. მთავრობა არ უწყობს ხელს ახალგაზრდობას განვითარებაში. განათლების მინისტრი რითაა დაკავებული? ზღაპრის გმირების დევნით? თუ ის უნდა ქმნიდეს ისეთ სისტემას, რომ ახალგაზრდები რამე საქმით დაკავდნენ და ქუჩაში არ იდგნენ!?“

    23.  ირაკლი, სტუდენტი: „მგონი ნაწილობრივ მაინც გაამართლა. მაინც მგონია, რომ რთულია ქვეყნის და ხალხის მართვა, თან ისეთი, როგორც ჩვენ ვართ - უცბათ გვინდა ყველაფერი, სულ ყოველთვის სხვისგან ველოდებით ყველაფერს“.

    24.  თინა მჭედლიძე, იურისტი, უმუშევარი: „არც მქონია იმედი რომ გაამართლებდნენ და ვერც გაამართლეს. უმუშევრობამ იმატა, უსამართლობაა ყველგან“.

    25. ნადია, ყოფილი ეკონომისტი, გარე-მოვაჭრე: „არ გაამართლა. რომელი დანაპირები შეარულეს? არც ქარხნები აუშენებიათ და არც პენსიები მოუმატებიათ. სამაგიეროდ ყველაფერი გააძვირეს - პროდუქტები, წამლები. საყოველთაო დაზღვევაც გააუქმეს. გააუბედურეს ქვეყანა“.

    გამოკითხულთა რაოდენობა არ წარმოადგენს სრულიად საქართველოს, თუმცა გარკვეულწილად მაინც ასახავს მოქალაქეების განწყობასა და მთვრობისადმი კმაყოფილების კოეფიციენტს.

     



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...