Загрузка...
"მაააა, სანამ მე ვიქნები შენ სულ ჩემთან იქნები..." - ნუცა მახვილაძის მამის სულისშემძვრელი მიმართვა
2017-03-08 12:34:58
loading...
  • ტელეკომპანია "იმედის" რეჟისორი, ტრაგიკულად დაღუპული ნუცა მახვილაძის მამა ირაკლი მახვილაძე, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მადლობას უხდის თანადგომისთვის იმ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე წუთებში დახმარება გაუწიეს მის ოჯახს.

    იხილეთ ვიდეო

    "ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი მიმართვის დაწერა მომიწევდა საკუთარ შვილზე. მააა, ამასაც შენი დიდი სიყვარულით ვაკეთებ.

    ვერანაირი სიტყვები და მადლობა ეყოფა იმას, რაც ჩვენმა ოჯახმა იგრძნო და მიიღო ამ დღეების განვალობაში. პირველ რიგში მადლობა ტელეკომპანია იმედის და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს ასეთი არნახული თანადგომისთვის და დახმარებისთვის. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ თუ რა ძალას გვმატებდა ეს ჩვენ.

    მადლობა, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პირადად კონსულს ქ-ონ სინდი სკრივენს და ბ-ნ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს. ეს თქვენი დამსახურებაა ჩვენ რომ ბოლო წამამდე ნუცას გვერდით ვიყავით.

    მადლობა, ნუცას მეგობრებს, კურსელებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და უცხო ადამიანებს საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები. მარიამ გეგუჩაძეს, მარიამ მე არასოდეს დამავიწყდება რაც შენ ნუცასთვის გააკეთე. შენ დიდი ადამიანი ხარ.

    მადლობა საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, მის თითოეულ თანამშრომელს, ქ-ონ ეკა სირაძე-დელონეს და ბ-ნ გოჩა ჯავახიშვილს. ჩვენს ჩასვლამდე თქვენ იყავით ნუცას მშობლები და შემდეგაც თქვენ ერთ დღეში შეძელით გაგეკეთებიინათ ის რასაც ხანდახან რამდენიმე კვირა ჭირდება.

    არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკს, მადლობა მამა ანტონ სულიერი და ფიზიკური თანადგომისთვის. თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ღვთისმსახური.

    მადლობა პარიზის ჰოსპიტალის მედპერსონალს, თქვენ ბოლო წამამდე იბრძოლეთ ნუცასთვის. მე დავინახე როგორ მძიმედ განიცადეთ ეს დამარცხება.
    მადლობა საქართველოს ავიახაზებს და ეკიპაჟს. მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ ფაქტობრივად შესვენების გარეშე განახორციელეთ უკან ფრენა.
    მადლობა თითოეულ ადამიანს, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს და განსაკუთრებით უცნობ ადამიანებს ვინც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს ტკივილი.
    მადლობა პატრიარქს, მადლობა თქვენო უწმინდესობავ იმ გულითადი თანადგომისთვის და დალოცვისთვის რაც ჩვენ მივიღეთ თქვენგან.
    მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ ტკივილს.

    და მადლობა შენ ნატა, მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენ მთელი ცხოვრება ერთად მოგვიწევს ამ დიდი ტკივილის ტარება.

    მაააა, სანამ მე ვიქნები შენ სულ ჩემთან იქნები. მაააა, ძალიან მიყვარხარ" - წერს მახვილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

    რამდენიმე დღის წინ სამადლობელი მიმართვა გაავრცელა ნუცა მახვილაძის დედამ, ტელეწამყვანმა მაია ასათიანმაც.

    18 წლის ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

     



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...