Warning: include(/home/accept/public_html/functions/login/lock.php): failed to open stream: No such file or directory in /home3/accept/coa.ge/config/config.php on line 5

Warning: include(): Failed opening '/home/accept/public_html/functions/login/lock.php' for inclusion (include_path='.:/opt/php54/lib/php') in /home3/accept/coa.ge/config/config.php on line 5
“ახლა დროა დაუბრუნდე შენს ოჯახს საქართველოში…” – ამერიკელი ბიჭის ემოციური წერილი ქართველ ძიძას » News.coa.ge
“ახლა დროა დაუბრუნდე შენს ოჯახს საქართველოში…” – ამერიკელი ბიჭის ემოციური წერილი ქართველ ძიძას
2017-03-04 13:36:53
loading...
  • ერთ-ერთი ემიგრანტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერია, რომ მისი დეიდა ნონა ამაშუკელი უცხო ქვეყნიდან მონატრებულ სამშობლოში ბრუნდება. ეს ყველაფერი კი 19 წლის შემდეგ ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ სიხარულის მომტანი არ არის მისთვის, რადგან იქ ტოვებს ბიჭს, ჯოშუას, რომელიც 2 წლიდან გაზარდა და რომლის გაზრდაშიც თავისი შვილიშვილებისა და შვილების სიყვარული ჩააქსოვა.

    ნონა ამაშუკელი საკუთარი შვილების და შვილიშვილების ნაცვლად ჯოშუას ეფერებოდა და ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას, საქართველოს ისტორიას. ჯოშიც ქართული სიამაყით ამბობდა პატარაობისას:

    ”მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი.”

    ჯოშუა თვალცრემლიანი აცილებს ნონა ბებოს, ჯანმრთელს, მაგრამ უკვე მოხუცებულს, რომელმაც თავისი სიყვარულით გადაარჩინა ოჯახი, ყველაზე ძვირფასი რამ მისთვის.

    ეს ჯოშუას წერილია, რომელსაც ქალბატონ ნონას სწერს:

    ”ნონა, შენ ჩემს ცხოვრებაში მოხვედი მაშინ, როდესაც 2 წლის ვიყავი და მას შემდეგ ჩემი ბებია და ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდი. შენ მე გამზარდე ადამიანად, რომელსაც სამყაროს ინტერესი აქვს და იცის, როგორ დატკბეს წვრილმანებით ცხოვრებაში. ახლა დროა დაუბრუნდე შენს ოჯახს საქართველოში. საშინლად მომენატრები და იმედი მაქვს მალე გნახავ. ძალიან მიყვარხარ.”
    georgians.gr



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...