Warning: include(/home/accept/public_html/functions/login/lock.php): failed to open stream: No such file or directory in /home3/accept/coa.ge/config/config.php on line 5

Warning: include(): Failed opening '/home/accept/public_html/functions/login/lock.php' for inclusion (include_path='.:/opt/php54/lib/php') in /home3/accept/coa.ge/config/config.php on line 5
“მცემდა – ჭინჭარი მოკრიფე და ბავშვები ამით გაზარდეო” » News.coa.ge
“მცემდა – ჭინჭარი მოკრიფე და ბავშვები ამით გაზარდეო”
2017-03-04 13:24:13
loading...
  • “მრავალშვილიანი დედა ვარ და უფალი მათი გაზრდის ძალასაც მომცემს…”

     

    10 წლის ნინომ, 9 წლის ნიამ, 7 წლის ნიკოლოზმა, 5 წლის ნუკიმ, 4 წლის ილიამ და 1 წლის ანანომ დედასთან ერთად საჩხერიდან თბილისამდე მრავალწლიანი ძალადობით და გაჭირვებით სავსე გრძელი გზა გამოიარეს. ეს ის გზაა, რომელსაც უკან აღარ გაუყვებიან, რადგან სიმშვიდე აქ იპოვეს, აღარ ეშინიათ მამის…

    ეს ბრძოლა დარეჯან იორდანიძემ შიშველი ხელებით მოუგო მოძალადე ქმარს. მის პატარებს ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ ხვალინდელი დღე მის ექვს შვილს სულ მცირე ბედნიერებას მაინც მოუტანს. მარტოხელა დედის საზრუნავი არა ფუფუნების საგნები, არამედ – საკვები და არსებობისთვის აუცილებელი ნივთებია.

    დარეჯან იორდანიძე: “- 30 წლის ვარ, წარმოშობით კასპიდან. გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე. მამა ჩერნობილში მოიწამლა და მძიმედ დაავადდა. მეხუთე კლასში ვიყავი, თბილისში რომ გადმოვიდა ოჯახი – აქ უფრო მოვახერხებდით თავის რჩენას. ორი ძმა მყავდა. ბინა დავიქირავეთ. შემდეგ დედამ პატარა ნაკვეთის შეძენა მოახერხა და ქოხი ავაშენეთ.”

    მოტყუებული

    მომავალი მეუღლე, ზვიადი, მეგობარმა გამაცნო. მაშინ 19 წლის ვიყავი, ის 26-ის. როგორც მითხრეს, მატერიალურად შეძლებული ოჯახი აქვსო, მე, მუდამ გაჭირვებულმა, დაუფიქრებლად გადავწყვიტე ოჯახის შექმნა. საცხოვრებლად საჩხერეში, მეუღლის სახლში გადავედით. ის ხელოსანი იყო. ოჯახში მხოლოდ დედამთილი დამხვდა, ახალგარდაცვლილი მაზლის ცოლ-შვილი ორმოცამდეც არ გაუჩერებიათ სახლში, გაუგდიათ.

    ბედის ირონიით და მეგობრის ტყუილით უარეს დღეში

    აღმოვჩნდი, უკიდურესად გვიჭირდა. გავიგე, რომ ზვიადს ჩემამდე ცოლი ჰყოლია. 8 წელი მასთან შვილი არ შესძენია და გაშორებია. უკვე სამი ბავშვი გვყავდა, სმა რომ დაიწყო. მუშაობდა, ფულიც ჰქონდა, მაგრამ მთელ შემოსავალს სასმელში ხარჯავდა, ჩვენ კი ვშიმშილობდით. სახლში გაუთავებელი ჩხუბი იყო, ცემა, ლანძღვა-გინება. როცა ლუკმაპური არ გვქონდა, მცემდა – ჭინჭარი მოკრიფე და ბავშვები ამით გაზარდეო. მახლობლად ჯარის ნაწილი იყო, სამხედროები გვაწვდიდნენ პროდუქტებს, მეზობლებიც გვეხმარებოდნენ. წლების განმავლობაში დედა ნანახი არ მყავდა, რადგან თბილისში არ მიშვებდა, მას კი იმდენად უჭირდა, ჩემთან ვერ ჩამოდიოდა.”

    “შიშის ნიადაგზე ეპილეფსია დამემართა”

    მეხუთე შვილს ვაჩენდი, როცა შიშის ნიადაგზე ეპილეფსია დამემართა. ძალიან ცუდად ვიყავი. მეუღლეს ლოთობით ჰალუცინაციები ჰქონდა, ბავშვები უცხო მამაკაცებად ეჩვენებოდა, ვერავის ცნობდა, დედასაც კი… ერთხელ ნაჯახი მომიქნია, ინსტინქტურად გადავიწიე და გადავრჩი. მეზობლების დაჟინებით როგორც იქნა, თბილისში, თოდუას კლინიკაში წამომიყვანეს, გამოკვლევებიც გამიკეთეს და ძლიერი პრეპარატები დამინიშნეს.

    სინანული

    ორი შვილი გვყავდა, როცა გავშორდი. არ უნდა შევრიგებოდი. თავს ვერ ვპატიობ ამდენი დამცირება-შეურაცხყოფის ატანას. ახლა თუ ვახერხებ 6 შვილით დამოუკიდებლად ცხოვრებას, მაშინ უფრო იოლად შევძლებდი… ვიცი, გამკიცხავენ, რატომ აჩენდი ბავშვებსო. არც მოძალადე მამისთვის 6 შვილის გაჩენაზე მიოცნებია და არც ასეთ პირობებში ცხოვრებაზე. რასაც გავურბოდი, ის გარემო ახლა სწორედ ჩემს შვილებს­ აქვთ. კონტრაცეფციის შესახებ ბევრი ვიცი, მაგრამ მეუღლე ფულს არ მაძლევდა, სამაგიეროდ ძალადობდა… ”

    განწირული

    მაშინ ორი შვილი გვყავდა, ჩემი ძმის თვალწინ სასტიკად რომ მცემა. ის პატარა იყო და ვერ დამიცვა. მეორე დილას ძმამ საჩხერიდან გამომაპარა, მაგრამ შვილების წამოყვანა ვერ მოვახერხეთ. მალევე ჩამომაკითხეს – ბავშვები ტირიანო. დეიდამ დამაბრუნა, – შენი ოჯახიდან ძლიერი ზურგი არ გაქვს, რომ მხარში ამოგიდგეთო… ქმარს ფრთები შეესხა… მესამე ორსულობისას ისევ გავიქეცი. დაპირებები ბევრი იყო და ისევ შევრიგდით. რამდენიმე თვე ტკბილად ვიყავით. მერე ისევ დაიწყო ჰალუცინაციები, ეჭვიანობა, ცემა… ისევ წამოვედი, ტკბილი ენით და ჩემი უპატრონობით ისევ დავბრუნდი. ”

    გზა გადარჩენისთვის

    თბილისში გადმოვედით და ბინა ვიქირავეთ. მე ისევ დავორსულდი. ეს რომ გაიგო, აბორტის გაკეთება მომთხოვა. არ დავთანხმდი. სახლიდან წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა თაიგულითა და ტკბილეულით. რამდენიმე წუთში კი ხელი მომტეხა. ცალი ხელით ვუვლიდი 5 შვილს, ძმასა და საავადმყოფოში მწოლიარე დედას, რომელიც შეესწრო ჩვენს კონფლიქტს და ინსულტი დაემართა.

    ბოლოს და ბოლოს, 6 შვილით ბრძოლა დავიწყე და წერტილი დავუსვი ამ არანორმალურ ურთიერთობას. ახლა მშვიდად ვზრდი შვილებს. მართალია, მატერიალურად ისევ გვიჭირს, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალადობის მსხვერპლი არავინ ვართ. ყოფილ მეუღლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა ალიმენტი, თუმცა არ გვიხდის. სანამ სოციალური შემწეობა დამენიშნებოდა, 4 თვის განმავლობაში მხოლოდ მრავალშვილიანთა დახმარებას ვიღებდი – 250 ლარს. ზუსტად მაგ დროს, მე-6 შვილი ახალდაბადებული იყო. 3 თვიდან ხელოვნურ საკვებს რომ ვერ ვყიდულობდი, ლობიოს წვენსა და ჰერკულესს ვაჭმევდი. სასწაულებრივად ჯანმრთელი და აქტიური ბავშვია. ახლა ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. საკვები უფასო სასადილოდან მომაქვს. არ ჰყოფნით, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა. უფლის იმედი მაქვს, რადგან მრავალშვილიანი დედა ვარ, მათი გაზრდის ძალასაც მომცემს…

    P.S. იმედი გვაქვს, ეს ამბავი აუცილებლად გახდება მაგალითი იმ ძალადობის მსხვერპლთათვის, ვინც ახლა ფიქრობს,­ რომ ყველაფერი დამთავრდა და ბედს უნდა შეეგუონ. გვჯერა, რომ ისინიც, ამ ქალბატონის მსგავსად, აუცილებლად ეტყვიან ძალადობას არას!

    თორნიკე ყაჯრიშვილი

     წყარო



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...