"დედამ სიცოცხლის ბოლო წუთებში შვილის ფანჯრიდან გადაგდება მოასწრო" - ისტორია, რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიცვა
2017-02-28 00:03:54
loading...
  • გასაოცარია, თუ რამდენად დიდი ინტუიცია აქვთ დედებს. ბავშვის დაბადებასთან ერთად ეს უწყვეტი კავშირი, სულ უფრო მეტად ძლიერდება. 

    თითოეული დედისთვის მთავარი მიზანი შვილის სიცოცხლის შენარჩუნებაა.

    ისტორია, რომელიც ილინოისის შტატში, ქალაქ ვაიომინგში მოხდა უდაოდ ამ თეორიის მტკიცებულებაა. 21 წლის დედა, შელბი ენ კარტერი, რომელმაც საკუთარი 12 დღის შვილის სიცოცხლე გადაარჩინა, მხოლოდ ილინოისის შტატის მგირი არ არის.

    30 ნოემბერს სახანძროს, სახლში გაჩენილ ხანძარზე შეატყობინეს. 21 წლის ქალი, საკუთარი სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი იპოვეს - ის მხუთავი აირით მოიწამლა. ბავშვი კი მასთან არ აღმოჩნდა. ამ 
    ფაქტმა ყველა გააოცა.

    გოგონა, თავის სავარძელში უსაფრთხოდ დამაგრებული, ნაგავში იპოვეს. დედამისმა ის სავარძელზე მიამაგრა, მინა გატეხა და ბავშვი სუფთა ჰაერზე გაისროლა.

    უმნიშვნელო დამწვრობებს თუ არ ჩავთვლით, ბავშვი აბსოლუტურად უვნებელი გახლდათ.

    აი, რა განაცხადა სახანძროს თანამშრომელმა, ედ ფოგლესონგერმა:

    "ახალგაზრდა დედის საქციელით გაოგნებული ვარ: ექსტრემალურ სიტუაციაში მან საკუთარი ემოციების მართვა შეძლო და ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა".
     

    "დედამ სიცოცხლის ბოლო წუთებში შვილის ფანჯრიდან გადაგდება მოასწრო" - ისტორია, რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიცვა



    გოგონას ბებია კი ამ ამბავს ასე ეხმაურება:

    "შელბით ვამაყობთ. ის ღირსეულად მოიქცა".

    ამ ისტორიამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო კამპანია, სადაც შემოწირულობის სახით 40 000 დოლარი შევიდა.

    შელბის ოჯახი და მეგობრები ამ დიდ დანაკლისს, რა თქმა უნდა, გლოვობენ, თუმცა მეორეს მხრივ ახალგაზრდა დედის საქციელით ამაყობენ. გოგონამ ხომ საკუთარ ქალიშვილს სიცოხლე მეორედ აჩუქა.



  • loading...





    BUM.GE