Загрузка...
ყველაზე ასაკოვანი ქირურგი 89 წლისაა და დღეში 4 ოპერაციას აკეთებს
2017-02-27 18:54:26
loading...
  • მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქირურგი რუსეთში, ქალაქ რიაზანში მუშაობს. ალა ლევუშკინა 89 წლისაა და დღეში, საშუალოდ, 4 ოპერაციას აკეთებს.

    ალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დიშვილთან და 8 კატასთან ერთად ცხოვრობს, ქირურგად 67 წელია მუშაობს და ამ პერიოდში 10 ათასზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

    „ექიმობა მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების სტილია,“ – ამბობს ლევუშკინა.

    ყველაზე ასაკოვან ქირურგს დიდ ხანს ცხოვრების არანაირი საიდუმლო რეცეპტი არ აქვს.

    „ვჭამ ყველაფერს, ვიცინი ძალიან ბევრს და ასევე, ვტირი ძალიან ბევრს,“ – განაცხადა ლევუშკინამ.

    http://fortuna.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...