Warning: include(/home/accept/public_html/functions/login/lock.php): failed to open stream: No such file or directory in /home3/accept/coa.ge/config/config.php on line 5

Warning: include(): Failed opening '/home/accept/public_html/functions/login/lock.php' for inclusion (include_path='.:/opt/php54/lib/php') in /home3/accept/coa.ge/config/config.php on line 5
ქართველი კონკია-ესპანელი მოხუცის მომვლელი უდიდესი ქონების მფლობელი გახდა » News.coa.ge
ქართველი კონკია-ესპანელი მოხუცის მომვლელი უდიდესი ქონების მფლობელი გახდა
2017-02-25 12:44:02
loading...
  • დიანა ბერიძე დასავლეთ საქართველოდანაა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ცხოვრება ძალიან გაჭირდა, იძულებული გახდა ბედი ევროპაში ეცადა და ესპანეთში წასვლა გადაწყვიტა. იქ მეზობელი ეგულებოდა, რომელიც დახმარებას დაპირდა.

    დიანა ბერიძე
    – 90-იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ, რაც მეუღლეც გამოუშვეს სამსახურიდან, იძულებული გავხდი უცხოეთში წავსულიყავი, თან იქ მეზობელი იყო, რომელმაც მითხრა, იმ ქალს, რომელსაც მე ვუვლი, და ყავს ავად და თუ მოუვლი, ვეტყვი და ჩამოდიო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩავედი. თავიდან სერიოზული დეპრესია მქონდა, სულ ვტიროდი, შვილები მენატრებოდა, თან მაშინ სად იყო სკაიპი და ფეისბუქი, რომ შვილები ხშირად მომეკითხა, ჰოდა მოხუცებულის შვილებმა მითხრეს, თუ სულ ასე ტირილს აპირებ, მაშინ გაგიშვებთო. მივხვდი, რომ თუ წამოსვლის ნაბიჯი გადავდგი, თავი უნდა შემეკავებინა და ასეც მოვიქეცი. 80 წლის ქალი იყო, კლარა ერქვა, ჩვენში რომ ტკბილ მოხუცს ეძახიან, ზუსტად ეგეთი იყო. ინსულტი დაემართა და გადაადგილება უჭირდა. ჩემი მოვალეობა მისი დაბანა, ჭამა, დასუფთავება და საერთოდ თვალყურის დევნება იყო. მადლობა ღმერთს, სკლეროზი არ ჰქონდა, თორემ გამიჭირდებოდა.

    – შვილები არ აქცევდნენ ყურადღებას?
    – 4 შვილი ყავდა. 2 ბიჭი და 2 გოგო. ოთხივეს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, მილიონერები იყვნენ, მაგრამ ოთხივე უარს ამბობდა დედის წაყვანაზე. მამა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდათ. მე მეუბნებოდნენ, დედა კმაყოფილი იყოს და ორმაგ ხელფასს მოგცემთო. 1000 დოლარს მაძლევდნენ და ხშირად მართლა მოუციათ 2000. კვირა გავიდოდა, არც მოიკითხავდნენ ხოლმე. მეცოდებოდა და ვატყუებდი ამ ქალს, რომ გეძინათ მაშინ დარეკესო, ერთხელ ოთხივე ესტუმრა და საყვედური უთხრა, როცა მძინავს სულ მაშინ რატომ რეკავთო. თავიდან გაუკვირდათ, მაგრამ ვანიშნე და მიხვდნენ… მადლობა გადამიხადეს. იმის მერე 1-2 კვირა ხშირად კითხულობდნენ, მაგრამ მერე ისევ დაივიწყეს.

    ძალიან დავმეგობრდით მე და ჩემი სენიორა. ყველაფერს მიყვებოდა. ერთხელ მითხრა, დაახლოებით 20 წელია პენსია არ ამიღია და სულ ბანკში მენახება, ამას დაუმატე ჩემი მეუღლის დატოვილი ფულით მიღებული პროცენტები, რომელიც ასევე ბანკშიაო, მილიონერი კი ვიქნებიო და ჩემი სიკვდილის მერე დაჭამენ ჩემი შვილები ერთმანეთსო. ანდერძი დაწერეთ-მეთქი, მორიდებულად ვუთხარი. ეგ კარგი გამახსენეო და ნოტარიუსი დაიბარა. ვუთხარი შვილებს, ასე და ასე აპირებს მეთქი და დაახლოებით ერთ საათში ოთხივე იქ გაჩნდა. უნდა გენახათ, როგორ ემლიქვნელებოდნენ დედას. ამაზრზენი სანახვი იყო. უფროსმა ქალიშვილმა ერთი კვირით წადი, მე მოვუვლი დედას, მომენატრაო. ბუნებრივია, წამოვედი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი კლარა მენატრებოდა და მეორე დღეს დაბრუნდი, ჩემ ოთახში ვიქნები, იქნებ რამეში დაგჭირდეთ-მეთი. უნდა გენახათ, ბებოს როგორ გაუხარდა ჩემი დანახვა. ძალიან ცივი შვილები ყავდა, მოხუცებულს ოდნავ სითბოს არ აჩვენებდნენ. მხოლოდ ორი შვილი იყო დაოჯახებული და სამი შვილიშვილი ყავდა, სამივე ისე დასცინოდა ბებიას, რომ გული მიკვდებოდა ხოლმე

    – რამდენ ხანში გარდაიცვალა?
    – დაახლოებით 4-5 წელი ვუვლიდი. ისე მივეჩვიეთ ერთანეთს, რომ შვილებზე მეტად მენდობოდა. ერთხელ მითხრა, რომ გარდავიცვლები, მერე ვეცდები ამაგის გადახდასო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ამ ნათქვამს. 2004

    Advertisement

     

    წელს გარდაიცვალა, ისევ ინსულტი დაემართა და ვერ გადაიტანა. დაკრძალვის ცერემონიალს უფროსი ვაჟი უძღვებოდა. მალევე დაკრძალეს, საწყალს გაციება არც აცალეს. ბევრი საქმეები გვაქვს და დროს ვერ დავკარგავთო, თან დიდიხანს გაჩერება ხომ არ გააცოცხლებსო. მოკლედ, დამარხეს ეს ქალი და ნოტარიუსს სთხოვეს ანდერძის წაკითხვა. დაკრძალვის მეორე დღეს მე მითხრეს დიდი მადლობა, რომ ასე უვლიდით დედას, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთო, მომცეს რაც მეკუთვნოდა და გამომიშვეს. სიმართლე ვთქვა, არც გამკვირვებია. მოკლედ, წამოვედი, ერთი კვირა დავისვენებ და ისევ ვიპოვი ახალ სამსახურს-მეთქი, ვფიქრობდი, რომ მოულოდნელად ამ ქალის უფროსმა ვაჟმა დამირეკა, საწარაფოდ მოდიო. გული გამისკდა, ხშირია, როდესაც რაღაცას კარგავენ და მომვლელებს აბრალებენ. სანამ მივიდოდი, ათასი რამე ვიფიქრე. მისულს ნაცნობი ნოტარიუსი რომ დამხვდა, ძალიან გამიკვირდა. ამ დროს მოხუცებულის ქალიშვილმა დამინახა და მომვარდა, რა დაალევინე დედაჩემს, ეს რომ დაწერაო. ვერაფერს ვხვდები-მეთქი, ვუთხარი და ატეხა წივილ-კივილი. ნოტარიუსმა უთხრა, რომ დედათქვენი აბსოლუტურად საღად აზროვნებდა, როცა ამას წერდაო. რა ხდება, გამარკვიეთ-მეთქი და ნოტარიუსმა მითხრა – რა ხდება და კლარამ ყველაფერი შენ დაგიტოვა, აგერ მოაწერე ხელი და მილიონერი ხდებიო. სასწრაფომ მომასულიერა…

    – ანუ ანდერძით ყველაფერ თქვენ დაგიტოვათ? 
    – კი ასე ეწერა: ჩემო შვილებო, ჩემი ქონება თქვენ არაფერს მოგმატებთ, ამიტომ გადავწყვიტე იმ ადამიანს დავუტოვო ყველაფერი, ვინც სიკვდილამდე გვერდით მედგა და თან მართლა სჭირდება ფულიო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილით უქონელი, საღამოს მილიონერი გავხდი. თითქმის კონკიას ისტორიაა. დაახლოებით ნახევარი მილიონი ნაღდი ფული ბანკში და პლიუს საცხოვრებელი სახლი სევილიაში, სადაც ვცხოვრობდით. მაშინვე ჩემ ოჯახს დავურეკე და თავიდან არ დამიჯერეს, მაგრამ მერე რომ ვუთხარი, სიმართლეა-მეთქი, გაგიჟდნენ. მალევე ქმარიც და ჩემი ორი ვაჟიც აქ ჩამოვიყვანე. პატარა ოჯახური რესტორანი გავხსენით და ახლა მილიონრები არ გქვია, მაგრამ თავსაც ვინახავთ და ხშირად საქართველოში დარჩენილ ნათესავებსაც ვეხმარებით. ჰო, ის ქალი, ვინც აქ მოწყობაში დამეხმარა, ჩემს ბიზნესში ჩავრთე. ჩემი ისტორია გამონაკლისია, ასე იშვიათად უმართლებთ. ხშირად ბევრი დამცირების გადატანა უწევთ. არავის ვურჩევ ოჯახის მიტოვებას და წამოსვლას. ის ერთი წელი, სანამ აქაურობას მივეჩვეოდი, ნახევარ სიცოცხლედ დამიჯდა. ღამე არ გასულა, რომ არ მეტირა. მადლობა ღმერთს, მე სხვანაირად გავაგრძელე ყოფა, მაგრამ ბევრი არაა ასე.

    ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...